პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პოლიტიკა
შპს „სერვის გრუფ ინთერნეიშენალ“ (ს/კ: 406323982)
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რომლის საფუძველზეც შპს „სერვის გრუფ ინთერნეიშენალ“ (ს/კ: 406323982) მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით შეაგროვებს და დაამუშავებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს.
თუ თქვენ სარგებლობთ კომპანიის მომსახურებით, კომპანია თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს ამ დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.
2. მონაცემთა დამუშავების მიზნები
კომპანია აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების გაწევა;
- გაწეული მომსახურების მონიტორინგი;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- სტატისტიკის წარმოება;
- სხვა მიზნები, რომლებიც არ სცდება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევის მიზანს.
კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ არ გამოიყენებს პერსონალურ მონაცემებს სხვა მიზნებისთვის და არ გადასცემს მათ სხვა პირს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ან მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი შემთხვევებისა.
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
კომპანია უფლებას იტოვებს შეაგროვოს და დაამუშაოს შემდეგი პერსონალური მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- დაბადების თარიღი;
- პირადი ნომერი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
4. მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებლის მონაცემები გაუმჟღავნოს მესამე პირს, თუ ეს საჭიროა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, მომხმარებლისათვის სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. პირდაპირი მარკეტინგი
მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშაოს მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
6. კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება
კომპანია უზრუნველყოფს, რომ ყველა თანამშრომელს ან კომპანიის სახელით მოქმედ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პერსონალური მონაცემების დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.
კომპანია იღებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
7. მონაცემების წაშლა და მომხმარებლის მოთხოვნა
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულებას იღებს წაშალოს ან მომხმარებელს გადასცეს მისი პერსონალური მონაცემები, აგრეთვე წაშალოს მონაცემების არსებული ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული.
