მომსახურების წესები და პირობები

შპს „სერვის გრუფ ინთერნეიშენალი“ (ს/კ: 438730134)

ვორტექს ფიტნეს კლუბი“

მომსახურების წესები და პირობები

  1. მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს წინასწარ. აბონემენტში გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა ამ პირობებით დადგენილი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
  2. დაბრუნების პოლიტიკა: მომხმარებელი უფლებამოსილია მის მიერ წინამდებარე პირობებზე დათანხმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, ყოველგვარი მიზეზის ან დასაბუთების გარეშე ცალმხრივად მოითხოვოს მომსახურების შეწყვეტა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (უკვე მიღებული მომსახურების ღირებულების გამოკლებით). ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, აღნიშნული ვადა აითვლება მხოლოდ ამ პირობებზე მომხმარებლის მიერ პირველად თანხმობის გაცხადების თარიღიდან.
  3. აბონემენტი ძალაში შედის მომხმარებლის მიერ შეძენის მომენტიდან და მოქმედებს ფიტნეს კლუბის მიერ განსაზღვრული ვადით. დაუშვებელია აბონემენტის თარიღების შეცვლა/გადავადება.
  4. ფიტნეს კლუბით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ბარათის, აპლიკაციის, მოწყობილობის საშუალებით, აგრეთვე ფიტნეს კლუბის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა საშუალებით.
  5. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს რომ მომსახურების გაწევის მიზნით ფიტნეს კლუბმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად, მათ შორის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ფოტო.
  6. ფიტნეს კლუბის დარბაზის სრულ სივრცეში (გარდა გასახდელებისა და სველი წერტილებისა) მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა. კლუბთან სატელეფონო კომუნიკაციაზე, აგრეთვე სოციალური ქსელების ან სხვაგვარი ფორმით კომუნიკაციაზე ასევე მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი მომხმარებელი ადასტურებს რომ მისთვის ცნობილია ამის შესახებ და მას ეთანხმება.
  7. აბონემენტი პერსონალურია. დაუშვებელია აბონემენტის გადაცემა სხვა პირზე, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენება.
  8. მომხმარებელი ადასტურებს რომ არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა რამაც შესაძლებელია ფიტნეს კლუბით სარგებლობის დროს გამოიწვიოს მისი ან სხვა პირის რაიმე ზიანი ან/და ჯანმრთელობის დაზიანება. ფიტნეს კლუბი პასუხისმგებლობას არ იღებს მომხმარებლის მიერ სავარჯიშო ინვენტარის არასწორად გამოყენებისა და აქედან დამდგარი შედეგის გამო. მომხმარებელი თავად არის სრულად პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სავარჯიშო ინვენტარი სათანადო გამოყენებაზე.
  9. მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს დარბაზში არსებულ ყოველგვარ ინვენტარს და მოიხმაროს გონივრულად. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება ფიტნეს კლუბის კუთვნილი ყოველგვარი ინვენტარის დაზიანების გამო.
  10. ფიტნეს კლუბი მომხმარებელს უზრუნველყოფს პირადი ნივთების (მათ შორის ძვირფასი ნივთების) შესანახი კარადებით. ფიტნეს კლუბი არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთების შესაძლო დაკარგვის, დაზიანების, მოპარვის ან სხვა მსგავსი ფაქტის გამო. მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთების უსაფრთხოება. დაუშვებელია ნივთების კარადაში დატოვება ღამით. ასეთ შემთხვევაში ფიტნეს კლუბი უფლებას იტოვებს გამოიღოს ნივთი კარადიდან. სავარჯიშო დარბაზში დატოვებულ ნივთებს კლუბი შეინახავს მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც კლუბს უფლება ექნება გაანადგუროს ნაპოვნი ნივთი.
  11. თითოეულ ჯგუფურ ვარჯიშში მონაწილეობა შესაძლებელია ფიტნეს კლუბის მიერ დადგენილი განრიგის, პირობებისა და წესების დაცვით, რომელიც ეცნობება მომხმარებელს.
  12. ფიტნეს კლუბის დარბაზში მწვრთნელთან (მათ შორის პირად მწვრთნელთან) ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ასეთი მწვრთნელი დაშვებული/ავტორიზებულია ფიტნეს კლუბის მიერ. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლის ან/და საკუთარი კლიენტის/მოსწავლის/მომხმარებლის ვარჯიში კლუბის დარბაზში, კლუბის წინასწარი თანხმობის გარეშე.
  13. კლუბის სერვისებით სარგებლობა შეუძლია არანაკლებ 14 წლის ასაკს მიღწეულ ფიზიკურ პირს. 14-დან 18 წლამდე პირის მიერ კლუბის სერვისებით სარგებლობა დასაშვებია იმ პირობით თუ კი არასრულწლოვანს თან ახლავს კანონიერი წარმომადგენელი ან სრულწლოვანი თანმხლები პირი.
  14. ფიტნეს კლუბი უფლებას იტოვებს განაახლოს/შეცვალოს მომსახურებით სარგებლობის წესები. მომხმარებელი ვალდებულია დაემორჩილოს ფიტნეს კლუბის მიერ დადგენილ მომსახურების წესებს აგრეთვე დარბაზის რომელიმე ოთახის/სივრცის ან/და დანადგარის გამოყენების დროებს/განრიგებსა და წესებს.
  15. დაუშვებელია მომხმარებლის მიერ ფიტნეს კლუბის თანამშრომლებისთვის/მომსახურე პერსონალისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და კონფლიქტის პროვოცირება. მომხმარებელი ვალდებულია შეინარჩუნოს წესრიგი და დისციპლინა ფიტნეს კლუბის დარბაზში ყოფნის დროს, დაემორჩილოს ფიტნეს კლუბის თანამშრომლების/მომსახურე პერსონალის მიერ გაცემულ კანონიერ მოთხოვნებს/ინსტრუქციებს.
  16. მომხმარებლის მიერ ამ წესებისა და პირობების (აგრეთვე ფიტნეს კლუბის მიერ დადგენილი სხვა პირობების) დარღვევის შემთხვევაში ფიტნეს კლუბი უფლებას იტოვებს ვადაზე ადრე გაუუქმოს აბონემენტი საფასურის დაბრუნების გარეშე არ დაუშვას მის მიერ სერვისით სარგებლობა სამომავლოდ.
  17. წინამდებარე დოკუმენტზე მომხმარებლის თანხმობა ასევე გავრცელდება მომხმარებლის მიერ სამომავლოდ შეძენილი სხვა აბონემენტების ფარგლებში გაწეულ მომსახურებაზეც, იმ პირობით თუ კი ფიტნეს კლუბის მიერ არ იქნება შეცვლილი ამ დოკუმენტის შინაარსი.