ვორტექს ფიტნესის თვის ჩემპიონი


მონაწილეობის სრული წესები და პირობები


1. კამპანიის მიზანი

„ვორტექს ფიტნესის თვის ჩემპიონი“ არის სამოტივაციო კამპანია, რომლის მიზანია:

  • ვარჯიშის რეგულარობის წახალისება
  • პიკური საათებიდან დატვირთვის გადანაწილება
  • ჯანსაღი კონკურენციის შექმნა
  • ვორტექსის წევრებისა და სტუმრების აქტივობის სამართლიანი შეფასება

კამპანიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა მონაწილეობა ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილი წესების სრულ და უპირობო მიღებას.


2. მონაწილეობის უფლება

  1. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც:
    • არის ვორტექს ფიტნესის წევრი (აქვს აქტიური აბონემენტი), ან
    • ვორტექსის ფილიალებს სტუმრობს Fitpass-ის მეშვეობით.
  2. ყველა მონაწილე ვალდებულია:
    • ჩამოტვირთოს ვორტექს ფიტნესის მობილური აპლიკაცია (გადმოწერა)
    • გაიაროს რეგისტრაცია ვორტექსის აპლიკაციაში
  3. მნიშვნელობა არ აქვს, ვიზიტი განხორციელდა:
    • ვორტექს ფიტნესის წევრობით, თუ
    • Fitpass-ის აბონემენტით
    მთავარია, რომ რეალური ვიზიტი განხორციელდეს ვორტექსის ფილიალში და კამპანიაში მონაწილეობისთვის გამოყენებული იყოს ვორტექსის აპლიკაცია. ვიზიტის განხორციელებაში იგულისხმება ბარიერის (ტურნიკეტის) გადაკვეთა Fitpass-ის აპლიკაციის დასკანერებით ან აქტიური აბონემენტის ფლობით.
  4. თითოეული მონაწილე იდენტიფიცირდება ვორტექს ფიტნესის აპლიკაციაში მინიჭებული წევრობის ID-ით.
  5. კამპანიის ფარგლებში არ ითვლება:
    • ვიზიტები, რომლებიც არ არის დაფიქსირებული ვორტექს ფიტნესის აპლიკაციაში
    • არასწორი ან სხვისი ID-ით შესრულებული ვიზიტები.

3. ვიზიტის დაფიქსირება

  1. ვიზიტი ფიქსირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც:
    • მონაწილე ფიზიკურად იმყოფება ვორტექსის ფილიალში და კვეთს ბარიერს (ტურნიკეტსს) Fitpass-ის აპლიკაციის დასკანერებით ან აქტიური აბონემენტის ფლობით.
    • წარადგენს ვორტექს ფიტნესის აპლიკაციაში არსებულ Digital Membership QR კოდს
  2. QR კოდის სკანირება ხორციელდება ვორტექს ფიტნესის ადმინისტრაციის მიერ.
  3. აკრძალულია:
    • QR კოდის გადაგზავნა
    • სკრინშოტის გამოყენება
    • სხვა პირის QR კოდის გამოყენება

4. ქულების დაგროვების წესი

4.1 სტანდარტული ქულები

  • სამუშაო დღეები 07:00-16:00 – 2 ქულა
  • სამუშაო დღეები 16:01-23:59 – 1 ქულა
  • შაბათ-კვირა (07:00-23:59) – 3 ქულა
  • არასამუშაო საათები – 0 ქულა
  • 26 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით, 07:00-09:00 – დამატებით 1 ქულა

4.2 დღიური შეზღუდვა

  • ერთ მონაწილეს დღეში მხოლოდ ერთი ვიზიტი ეთვლება.
  • ერთ დღეში სხვადასხვა ფილიალში ვიზიტის შემთხვევაშიც მხოლოდ პირველი ვიზიტი ჩაითვლება.

5. სპეციალური დღეები და აქციები

  1. ვორტექს ფიტნესს აქვს უფლება განსაზღვროს სპეციალური დღეები განსხვავებული ქულებით.
  2. სპეციალური დღეები შეიძლება იყოს:
    • საერთო (ყველა ფილიალისთვის)
    • კონკრეტული ფილიალისთვის
  3. სპეციალური დღის პირობები გადაფარავს სტანდარტულ ქულების სისტემას.
  4. სპეციალური დღეების შესახებ ინფორმაცია ცხადდება ვორტექს ფიტნესის მიერ.

6. გამარჯვებულები და პრიზები

  1. ყოველ კალენდარულ თვეში განისაზღვრება 3 გამარჯვებული:
    • 🥇 I ადგილი
    • 🥈 II ადგილი
    • 🥉 III ადგილი
  2. თითოეულ ადგილს შეესაბამება სხვადასხვა პრიზი, რომლის შინაარსი და ღირებულება ცხადდება ვორტექს ფიტნესის მიერ.
  3. გამარჯვებულები განისაზღვრება თვეში დაგროვილი ქულების მიხედვით.

6.1 ქულების თანაბრობის შემთხვევა

თუ ორ ან მეტ მონაწილეს აქვს ერთნაირი ქულა, ადგილები ნაწილდება შემდეგი წესით:

  1. უპირატესობა ენიჭება იმ მონაწილეს, ვინც პირველად მიაღწია ამ ქულის რაოდენობას.
  2. ვინც იგივე ქულას მიაღწევს მოგვიანებით, ავტომატურად გადადის შემდეგ ადგილზე.

მაგალითი:

ორი მონაწილე ასრულებს თვეს 100 ქულით.

ვინც 100 ქულას მიაღწია უფრო ადრე – იკავებს მაღალ ადგილს, მონაწილე რომელმაც 100 ქულა დააგროვა პირველადგილოსანის შემდეგ, გადადის მეორე ადგილზე.


7. რეიტინგი და გამჭვირვალობა

  1. რეიტინგი განახლდება რეალურ დროში ამ გვერდზე.
  2. საჯაროდ ხელმისაწვდომია:
    • Top 100 მონაწილე.
    • ძებნა წევრობის ID-ით შესაძლებელია სრულ ბაზაში.
  3. რეიტინგი ნულდება ყოველი თვის პირველ რიცხვში.

8. შეცდომების გასწორება

  • ვორტექს ფიტნესის მენეჯმენტს შეუძლია ნებისმიერ დროს:
    • გააუქმოს ვიზიტი
    • ჩამოაჭრას ქულები
    • შეცვალოს სტატუსი

გაუქმებული ვიზიტები არ ითვლება ქულებში, თუმცა ინახება ისტორიაში.


9. თაღლითობა და აკრძალული ქმედებები

აკრძალულია:

  • სხვისი QR კოდის გამოყენება
  • არარსებული ვიზიტის დაფიქსირება
  • ადმინისტრაციასთან შეთანხმებული მანიპულაცია
  • დღეში ერთზე მეტი ვიზიტის მცდელობა
  • სისტემის ტექნიკური ბოროტად გამოყენება

10. ეჭვის შემთხვევაში დამადასტურებელი მტკიცებულება

თაღლითობის ან წესების დარღვევის ეჭვის შემთხვევაში, ვორტექს ფიტნესი იტოვებს უფლებას მონაწილეს მოსთხოვოს:

  • ვორტექს ფიტნესის აპლიკაციაში ვიზიტის ისტორიის ჩვენება
  • Fitpass აპლიკაციაში შესაბამისი ვიზიტის დამადასტურებელი ჩანაწერი (თუ ვიზიტი Fitpass-ით განხორციელდა)
  • სხვა გონივრული დამადასტურებელი ინფორმაცია

დადასტურების არქონის შემთხვევაში ვორტექს ფიტნესს აქვს უფლება გააუქმოს ქულები ან პრიზი.


11. სანქციები

ვორტექსს აქვს უფლება:

  • გააუქმოს ვიზიტები
  • ჩამოაჭრას ქულები მონაწილეებს
  • მოხსნას მონაწილე რეიტინგიდან
  • გააუქმოს პრიზის გადაცემა

გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


12. ცვლილებების უფლება

ვორტექს ფიტნესი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს:

  • შეცვალოს წესები
  • შეცვალოს ქულების სისტემა
  • შეცვალოს პრიზები

ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.


13. საბოლოო დებულება

„ვორტექს ფიტნესის თვის ჩემპიონი“ ეფუძნება სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და ჯანსაღ კონკურენციას.

სისტემის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.