შპს „სერვის გრუფ ინთერნეიშენალ“ (ს/კ: 406323982)
პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პოლიტიკა
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რომლის საფუძველზეც, კომპანია (შპს „სერვის გრუფ ინთერნეიშენალ“ (ს/კ: 406323982) მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით, შეაგროვებს და დაამუშავებს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს. თუ თქვენ სარგებლობთ კომპანიის მომსახურებით მაშინ თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს ამ დოკუმენტში მოცემული პირობების შესაბამისად.
კომპანია აგროვებს და დაამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მომსახურების გაწევის, გაწეული მომსახურების მონიტორინგისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის წარმოების და ნებისმიერი სხვა იმ მიზნისთვის, რაც არ სცდება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევის მიზანს. კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ არ გამოიყენებს პერსონალურ მონაცემებს ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, არ გადასცემს მას ნებისმიერ სხვა პირს თუ ეს არ არის განპირობებული კანონმდებლობის მოთხოვნით და სხვაგვარად არ დაარღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს.
კომპანია უფლებას იტოვებს შეაგროვოს და დაამუშავოს შემდეგი მონაცემები:
მომხმარებლის სახელი და გვარი;
მომხმარებლის დაბადების თარიღი;
მომხმარებლის პირადი ნომერი;
მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებლის მონაცემები ინფორმაცია გაუმჟღავნოს ნებისმიერ სხვა მესამე პირს, თუ ეს საჭიროა კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებლისათვის სრულფასოვანი მომსახურების გასაწევად.
კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, დაამუშაოს მომხმარებლის შესახებ 3-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (კერძოდ – მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი).
კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს, რომ ყველა მის თანამშრომელს ან მისი სახელით მოქმედ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
კომპანია ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და ამისათვის საჭირო სათანადო ტექნიკურ-ორგანიზაციული ზომების მიღება.
კომპანია ვალდებულებას იღებს წაშალოს ან მომხმარებელს გადასცეს მონაცემები მომხმარებლის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული.
Cookie ფაილები
აუცილებელი Cookie ფაილები საიტის მუშაობისთვისაა საჭირო: ენის არჩევანი (vxs_lang), სტუდენტურ პორტალში შესვლა და Cookie ფაილებზე შენი პასუხი (vxs_consent, ინახება 12 თვე). ამათ გარეშე საიტი ვერ იმუშავებს და მათზე თანხმობას არ გეკითხებით.
ანალიტიკის Cookie ფაილებს მესამე მხარე დებს - Google Analytics 4 და Meta Pixel. ისინი მხოლოდ მაშინ ჩაირთვება, თუ ბანერზე „დათანხმება“ აირჩიე. თუ „მხოლოდ აუცილებელი“ აირჩიე, ამ კომპანიების სკრიპტები გვერდზე საერთოდ არ ჩაიტვირთება.
ამის მიუხედავად, საიტი გვერდების ნახვებს ნებისმიერ შემთხვევაში თავად ითვლის - როგორც „დათანხმება“-ს, ისე „მხოლოდ აუცილებელი“-ს შემდეგ. ეს მრიცხველი ჩვენივეა: Cookie ფაილს არ დებს, IP-მისამართს არ ინახავს (მისამართი დღიურ ანონიმურ გასაღებში გარდაიქმნება და თავად აღარ ჩაიწერება) და არცერთ მესამე მხარეს არაფერს გადასცემს. ამიტომ ის პერსონალურ მონაცემს არ ამუშავებს და თანხმობას არ საჭიროებს.
არჩევანის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია - გვერდის ბოლოში, ბმულით „Cookie პარამეტრები“.